მერია: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა საკრებულოს თავმჯდომარე, გოჩა თედორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ თეთრიწყაროში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ახლად რეაბილიტირებული ადმინისტრაციული შენობა
დაათვალიერა.

აღნიშნული შენობის სამშენებლო – სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023 წლის შემოდგომით დაიწყო და ამ
ეტაპზე შენობა სრულად რეაბილიტირებულია.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა შიდა სივრცეები, მოეწყო
სველი წერტილები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ინფორმაციას თეთრიწყაროს მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები