საჩხერეში კონკურსი „მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები“ ჩატარდება

საჩხერეში კონკურსი „მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები“ ჩატარდება. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

“პრემიის დაწესება მიზნად ისახავს მუხრან მაჭავარიანის ცხოვრება–შემოქმედების პოპულარიზაციას, პოეტის მამულიშვილური, პატრიოტული პათოსის მაგალითით მომავალი თაობის აღზრდას, ნიჭიერ შემოქმედთა გამოვლენას, პოეტური მინიატურის განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18 წლის ასაკიდან.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პოეტური ტექსტი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 2 (ორ) და მაქსიმუმ 6 (ექვს) სტრიქონს. თითოეულ ავტორს შეუძლია გამოაგზავნოს არაუმეტეს სამი ტექსტისა. ტექსტები უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გამოუქვეყნებელი.

საკონკურსო ნაწარმოები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით მისამართზე: mukhranispremia@gmail.com, ავტორის სახელისა და გვარის, სამუშაო, საცხოვრებელი ადგილის ან სასწავლებლის მითითებით. ნაწარმოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 სექტემბერი.

გამარჯვებულ ნაწარმოებებს (პირველი, მეორე, მესამე პრემია) გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევრთათვის ავტორთა ვინაობა ცნობილი არ იქნება.

კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 2024 წლის შემოდგომაზე, სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში და გადაეცემათ ფულადი პრემია.

კონკურსის ორგანიზატორია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

თანაორგანიზატორი: მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი

დამატებით ინფორმაციას კონკურსის შესახებ მიიღებთ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში; ასევე ტელეფონის ნომრებზე:
5 77 97 74 63
599 99 91 63”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები