ოზურგეთში წვიმამ პრობლემები შექმნა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და კომერციული ფართები. რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ.
“9 საათის შემდეგ რომ დაიწყო წვიმა, ნახევარ საათში უკვე დატბორა ყველაფერი. მესამედ დაგვემართა ასეთი რაღაც. ახლა გათვალისწინებული გვქონდა, პირველად უფრო დიდი ზარალი ვნახეთ. მოსული იყო სამაშველო და პატრულიც იდგა”, – აცხადებს დაზარალებული, ია კოჩალიძე.