რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.