თემურ ჭყონია – პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ
საინტერესო იყო, – ასე ეხმიანება ბიზნესმენი თემურ ჭყონია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური.
„საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური. ასეთი ქვეყნები არ არსებობს. სამოთხეში არ არის ასეთი რამ.
პირველ რიგში, გადაგვიხადა [მადლობა]სხვათა შორის, პირველად რაც თავი მახსოვს, გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებაში. ცოტა კითხვები იყო სხვათა შორის. ბიზნესს აძლევს მოტივაციას, მეტი არაფერი“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.