”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება” – მაია ბითაძე
”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მსჯავრდებული პოლიტიკოსების მიმართ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებაზე საუბრისას განაცხადა.
„ფაქტობრივად, პრეზიდენტის განცხადება წერტილს უსვამს იმ სპეკულაციებს, რომლებიც შეიძლება მოდიოდეს როგორც გარე აქტორების მხრიდან, ასევე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ საყვირალ თემას წარმოადგენდეს. ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება. ამით შევძლებთ, ყველას კარგად დავანახოთ, რომ „ქართული ოცნების“ მოტივაცია არ იყო, რომ ეს ადამიანები ციხეში ყოფილიყვნენ. ყველამ კარგად კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ისინი რომ დღეს ციხეში არიან რამდენიმე თვით, გამოწვეულია მათ მიერ დემონსტრაციულად კანონის დარღვევით იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყვნენ და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.