რუტე: ჩინეთმა შესაძლოა, აიძულოს რუსეთი თავს დაესხას ნატოს ქვეყნებს
ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ჩინეთს შეუძლია რუსეთს ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა აიძულოს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ამერიკულ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუტე მიიჩნევს, რომ თუ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ტაივანზე თავდასხმას გადაწყვეტს, ის ჯერ თავის პარტნიორს, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს დაურეკავს და ნატოს ყურადღების გადატანას სთხოვს.
„ის ეტყვის მას: „ჰეი, მე ამას ვაპირებ და მჭირდება, რომ ევროპაში მათი ყურადღება ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმით გადაიტანო“, – აცხადებს რუტე.