Politico: კამალა ჰარისი ბერკშირის საქველმოქმედო საღამოზე 1,4 მილიონი აშშ დოლარის შეგროვებას შეეცდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი კამალა ჰარისი მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბერკშირში გასამართ საქველმოქმედო ღონისძიებაზე 1,4 მილიონი აშშ დოლარის შეგროვებას შეეცდება. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

ღონისძიებაში, რომლის ფარგლებში ჰარისი 1,4 მილიონი აშშ დოლარის შეგროვებას შეეცდება, მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიცაა ჯეიმს ტეილორი, იო-იო მა და ემანუელ აქსი. საქველმოქმედო საღამოზე მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი პატრიკ დევალიც იქნება.

საქველმოქმედო საღამოს „დემოკრატიული“ პარტიის რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსიც შეუერთდება. იგეგმება, რომ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ სენატორები ელიზაბეტ უორენი, ედ მარკი და კონგრესმენი რიჩარდ ნილი.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს განაცხადა, რომ აღარ აპირებს მეორე ვადით კენჭის ყრას, ჰარისმა, როგორც „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატმა მხოლოდ 24 საათში 81 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები