ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის მშენებარე მონაკვეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის მშენებარე მონაკვეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.