დონალდ ტრამპი: ირანელები პრეზიდენტ ტრამპს თუ მოკლავენ, რაც ყოველთვის შესაძლებელია, იმედი მაქვს, ამერიკა გაანადგურებს ირანს

ირანელები პრეზიდენტ ტრამპს თუ მოკლავენ, რაც ყოველთვის შესაძლებელია, იმედი მაქვს, რომ ამერიკა გაანადგურებს ირანს, წაშლის მას დედამიწის პირიდან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„თუ ეს არ მოხდება, ამერიკელი ლიდერები ჩაითვლებიან „უგუნურ“ მშიშრებად!” – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში გააზიარა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის კონგრესში გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ირანელები პრეზიდენტ ტრამპის მოკვლით დაიმუქრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები