კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს.
სოფელ ლალისყურში მამაკაცმა ორი თანასოფლელი – 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი მოკლა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სამი მუხლით (მე-19, 109-ე, 236-ე) მიმდინარეობს.