რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, რამდენიმე აფეთქების შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ასევე, არიან დაშავებულებიც, რომელთაც დახმარება სამედიცინო პერსონალმა ადგილზე აღმოუჩინა.

გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონს S-300 ტიპის რაკეტებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლსაც, დაზიანებულია მანქანები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები