ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, ბექა დავითულიანმა „ჰექსოგენის“ საქმეზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როდესაც გყავს ექსტრემისტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც ღიად და ცალსახად აცხადებენ, რომ არეულობის ინსცენირება უნდათ და ხელშეწყობა, ამის რისკი ყოველთვის რჩება. პრევენცია არის, რომ იმუშაონ სამართალდამცავებმა და მეორე მხრივ, მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა. იმ შედეგზე, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეიცვლება, ეს ხალხი ვერ გავა, რადგან პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის“, – აღნიშნა დავითულიანმა.