აშშ-მა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო

შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ღაზაში დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელისგან კი პალესტინის ანკლავში დახმარების მიწოდებაზე ყველა შეზღუდვის მოხსნას მოითხოვდა, ვეტო დაადო.

რეზოლუციის ტექსტი, რომელიც 15-წევრიანი საბჭოს 10 არჩეული წევრის მიერ იყო მომზადებული, ასევე მოითხოვდა „ჰამასის“ და სხვა ჯგუფების მიერ დაკავებული ყველა მძევლის დაუყოვნებლივ, ღირსეულად და უპირობოდ გათავისუფლებას.

აღნიშნული რეზოლუციის პროექტს მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა. ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა ისრაელისა და პალესტინის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები