მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ორი პირი.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო ავტომობილს შეეჯახა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები