სოფელ ზემო ალვანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს
სოფელ ზემო ალვანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოასფალტების სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად მოინახულა.
„პროექტის ფარგლებში 1441 გრძივ მეტრზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტო ბეტონის საფარი.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებულია და მისი ღირებულება შეადგენს 651 634 ლარს.
სამუშაოებს შპს „ბახტრიონი 2012“ ასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.