რომელ ქვეყანაში როგორ აღნიშნავენ ვალენტინის დღეს?

ვალენტინის კლასიკურ ემბლემად წითელი ვარდები ითვლება, რომლებიც ანტიკური ლეგენდის თანახმად, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის წყალობით გაჩნდა. ამიტომაც 14 თებერვალს წითელ ვარდებზე დიდი მოთხოვნაა. ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია მეცამეტე საუკუნიდან მოდის.
დროთა განმავლობაში წმინდა ვალენტინის დღეს თავისი ტრადიციებიც უჩნდება. 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს საჩუქრებსა და სასიყვარულო ბარათებს, სახელად ,,ვალენტინებს“ ჩუქნიან. მათი უმრავლესობა ხშირად ანონიმურია და ისინი მარცხენა ხელით იწერება. შემდეგ კი, ვისაც ბედისწერის სწამს, იძულებული ხდება, ბარათის ანონიმური ავტორი ეძებოს. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ამ დღეს ქალს შეუძლია საყვარელ მამაკაცს მასზე დაქორწინება თავაზიანად სთხოვოს. თუკი მამაკაცი მზადაა, იგი ცოლად მოიყვანოს, მაშინ ქალს ასეთი პატივისთვის მას მადლობას უხდის და აბრეშუმის კაბასა და გულისფიგურიან აბრეშუმისავე თასმას ჩუქნის. ზოგიერთ ქვეყანაში წმინდა ვალენტინის დღეს შეყვარებული მამაკაცი ქალს ტანისამოსს ჩუქნის, თუკი ქალი ამ საჩუქარს მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თანახმაა ცოლად გაყვეს.
არსებობს ცრურწმენა. რომლის თანახმადაც 14 თებერვალს, პირველივე მამაკაცი, ვინც კი ქალს გზაზე შემოხვდება, სურვილის მიუხედავად, ვალდებულია, მასზე იქორწინოს. იაპონიაში ამ დღეს შეყვარებულებს ტკბილეულს ჩუქნიან. ეს ტრადიცია იქ 30-იან წლებში ადგილობრივმა ტკბილეულის მწარმოებელმა ფირმამ დაამკვიდრა. საქმე ისაა, რომ იაპონიაში ეს დღე თავისებური “მამაკაცების 8 მარტია“, რადგან კაცი ამ დღეს ქალზე მეტ საჩუქარს იღებს, ამ საჩუქრების უმრავლესობა კი აქსესუარებია. ფრანგებში ამ დღეს მიღებულია, ქალებს ძვირფასეულობა მიუძღვნან, დანიაში შეყვარებულებს თეთრი ვარდის დამჭკნარ ფურცლებს უგზავნიან. ბრიტანეთში გოგონები 14 თებერვალს მზის ამოსვლამდე დგებიან, ფანჯარასთან მიდიან და გამვლელ მამაკაცებს აკვირდებიან, ცრურწმენის თანახმად, პირველი მამაკაცი, ვისაც კი ისინი დაინახავენ, მათი რჩეული იქნება. დანიაში, კაცები, ტრადიციების თანახმად, სასურველ ქალებს ხელმოუწერელ სასიყვარულო ბარათებს უგზავნიან, თუკი ქალი გამოიცნობს ბარათის ავტორს, მან საპასუხოდ, თანხმობის ნიშნად, აღდგომა დღეს მას შოკოლადის კვერცხი უნდა გაუგზავნოს. ესპანეთში ამ დღეს ქალებს, როგორც წესი, მხოლოდ ყვავილებს ჩუქნიან, მამაკაცებს კი – საჩუქრებს. მაგრამ არის მსოფლიოში გარკვეული ქვეყანა, სადაც ამ დღის აღნიშვნა ოფიციალურად, კანონით იკრძალება და მისი აღნიშვნის შემთხვევაში დიდი ფულადი ჯარიმაა დაწესებული. ეს ქვეყანა საუდის არაბეთია!.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები