უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 1 მართვადი X-69 რაკეტა და 8 დრონი გაუშვეს.

„საჰაერო თავდაცვამ მტრის Shahed – 131/136-ის ტიპის 7 დრონი ჩამოაგდო. აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, მტრის მართვადმა რაკეტამ X-69-მა მიზანს ვერ მიაღწია“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები