“ამნისტიის აუცილებელ პრინციპზე დაყრდნობით, რომ პერიოდულობით გადაიტვირთოს პენიტენციური სისტემა, საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი ამნისტიის პროექტს” – წილოსანი
“ამნისტიის აუცილებელი პრინციპი, რომ რაღაც პერიოდულობით გადაიტვირთოს პენიტენციური სისტემა და, ჩვენს შემთხვევაში, ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს, ამ პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტმა, 84 მომხრით, დაუჭირა მხარი ამნისტიის პროექტს, პირველი მოსმენით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ოპოზიციის ნაკლებად დესტრუქციულმა ნაწილმა, “გირჩმა” და “ევროპელმა სოციალისტებმა” დაუჭირეს მხარი და, გარკვეულწილად, მულტიპარტიული მხარდაჭერა გამოვიდა”, – განმარტა წილოსანმა.