1518 წლის „ცეკვის ჭირი“ – უცნაური ეპიდემია, რომელმაც არაერთი ადამიანი იმსხვერპლა

1518 წლის „ცეკვის ჭირი“, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ცეკვის ეპიდემია“, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და აუხსნელი მოვლენაა. 1518 წლის ივლისში სტრასბურგის მაცხოვრებლებს ცეკვის უეცარმა და უკონტროლო ტალღამ გადაუარა, რამაც მასობრივი ისტერია გამოიწვია, რომელიც თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ეს უცნაური ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ქალი, სახელად ფრაუ ტროფეა, ქუჩაში გამოვიდა და გულმოდგინედ აცეკვდა. ის რამდენიმე დღე განუწყვეტლივ ცეკვავდა. ერთ კვირაში ქალს კიდევ 30-მდე ადამიანი შეუერთდა. მოცეკვავეთა რიცხვი, საბოლოოდ, 400-მდე გაიზარდა. დაზარალებულები ცეკვავდნენ დასვენების გარეშე, ზოგი დაღლილობისგან იქცეოდა, ზოგი კი, გულის შეტევით, ინსულტით ან ისევ დაღლილობით იღუპებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლება გაოგნებული იყო ამ ფენომენით. თავიდან მათ სჯეროდათ, რომ მოცეკვავეებს სისხლი უდუღდათ და როცა დაიღლებოდნენ, გაჩერდებოდნენ. მათ მუსიკოსები და პროფესიონალი მოცეკვავეებიც კი დაიქირავეს დაზარალებულთათვის იმის მოლოდინით, რომ ორგანიზებული ცეკვა ამ ყველაფრის დასრულებაში დაეხმარებოდათ. თუმცა, ამ მიდგომამ სიტუაცია მხოლოდ გააუარესა. ეპიდემია  გავრცელებას განაგრძობდა. სასოწარკვეთილმა ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა მკურნალობის სხვა მეთოდის მოსინჯვა გადაწყვიტა. მოცეკვავეები ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველი წმინდანის,  ვიტუსის სახელობის სალოცავში წაიყვანეს.

1518 წლის „ცეკვის ჭირის“ ასახსნელად, საუკუნეების განმავლობაში მრავალი თეორია შეიმუშავეს.

მასობრივი ისტერია: ერთ-ერთი გავრცელებული თეორია გახლავთ ის, რომ მოვლენა მასობრივი ისტერიის შემთხვევა, ფსიქოლოგიური გადამდები ფორმა იყო. ამ დროს საზოგადოებაში მცხოვრები ინდივიდები საერთო სიმპტომებს განიცდიან. ეს შეიძლება, გამოწვეული ყოფილიყო უკიდურესი სტრესითა და გაჭირვებით, რადგან რეგიონი იმ დროს განიცდიდა შიმშილს, დაავადებებსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას.

ერგოტით მოწამვლა: კიდევ ერთი თეორია ვარაუდობს, რომ დაზარალებულებს შესაძლოა მიეღოთ ერგოტით დაბინძურებული პური. ეს ჰალუცინოგენური ობია, რომელიც, მაგალითად, ნესტიან ჭვავზე იზრდება.

რელიგიური და ზებუნებრივი რწმენა: შუა საუკუნეებში ბევრს სჯეროდა ღვთაებრივი სასჯელისა და ზებუნებრივი გავლენების. მოცეკვავეებზე შეიძლება, გავლენა იქონია რელიგიურმა პათოსმა და ღვთიური შურისძიების შიშმა, რამაც ფსიქოსომატური რეაქცია გამოიწვია.

ნევროლოგიური პირობები: ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ეს მოვლენა შეიძლება, გამოწვეული იყოს ნევროლოგიური მდგომარეობით ან აშლილობით, თუმცა ამ თეორიას არ ადასტურებს რაიმე საბოლოო მტკიცებულება.


1518 წლის „ცეკვის ჭირი“ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და დამაბნეველ ფენომენად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებულია სხვადასხვა ახსნა, მასობრივი ცეკვის მანიის ზუსტი მიზეზი ისტორიკოსებსა და მეცნიერებს არ დაუსახელებიათ. ეს უცნაური ეპიზოდი ადასტურებს ფსიქოლოგიის, საზოგადოებისა და კულტურის კომპლექსურ ურთიერთქმედებას ადამიანის ქცევის ფორმირებასთან და აგრძელებს საზოგადოების გაკვირვებას მთელ მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები