ახალმა, დიდმა ევროპულმა კოსმოსურმა რაკეტამ Ariane-6, პირველი აფრენა წარმატებით განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ხომალდს დემონსტრაციული მისია ჰქონდა, რათა ორბიტაზე თანამგზავრები გაეშვა, ის გრინვიჩის დროით 19:00 საათზე აფრინდა.
აღსანიშნავია, რომ სასურველ სიმაღლეზე ასვლისა და მცირე თანამგზავრების გაშვების შემდეგ, ხომალდის ბორტკომპიუტერის მუშაობაში ხარვეზები გაჩნდა.
ბორტკომპიუტერმა, ნაადრევად გამორთო დამხმარე ელექტრონული ერთეული, რომელიც ხომალდის ძრავში გადაადგილებისთვის შესაბამის წნევას ქმნიდა, რამაც შეუძლებელი გახადა ხომალდისთვის ორბიტის დატოვება.
იმის მიუხედავად, რომ საკონტროლო ოთახიდან აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, ფრენა მაინც წარმატებულად ჩაითვალა.
„აღელვებულები ვართ, ეს არის ისტორიული მომენტი. ახალი მძიმე წონის რაკეტის პირველი გაშვება ყოველწლიურად არ ხდება, ეს მხოლოდ ყოველ 20 ან 30 წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი. დღეს, ჩვენ წარმატებით გავუშვით Ariane 6″, – აღნიშნა ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა იოზეფ აშბახერმა.