რასტაფარიანიზმი – რა ვიცით ამ რელიგიის შესახებ

Haile Selassie

რასტაფარიანიზმი ერთ-ერთი ყველაზე ახალი, უჩვეულო და სტერეოტიპებით გარშემორტყმული რელიგიაა. ის აფრიკაში გაჩნდა, ამიტომ მისი მიმდევრები აცხადებენ, რომ მათი რწმენა ყველაზე ძველი და სწორია პლანეტაზე.  რეალურად, რასტაფარიანიზმმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა 100 წლის თავი, ხოლო მათი სულიერი ლიდერი  სრულიად რეალური პიროვნებაა, რომელიც მე-20 საუკუნეში ცხოვრობდა.

რასტაფარიანიზმი ზუსტადაც რომ კაცობრიობის აკვანში გაჩნდა – ეთიოპიის ტერიტორიაზე, ხოლო იმის გამო, რომ აფრიკის ამ რეგიონში, ტრადიციულად, ბევრი ქრისტიანია, არ არის გასაკვირი, რომ ქრისტეს რწმენამ დიდი გავლენა მოახდინა ახალ რელიგიაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეთიოპიური ქრისტიანობა ცოტა განსხვავდება ჩვენთვის ჩვეული რელიგიისგან.

იესო და სხვა წმინდანები იქ ფერადკანიანები არიან და მათ უჩვეულოდ, თითქმის ანიმაციურად გამოსახავენ. ეთიოპიის ტაძრებში მსახურებაც განსხვავებულია. რასტაფარიანიზმმა ძალიან ბევრი რამ ისესხა ქრისტიანობისგან.

რასტაფარიანიზმის მთავარი იდეა ყველა იმ ადამიანის აფრიკაში დაბრუნებაა, ვის ძარღვებშიც ამ კონტინენტიდან გამოსული ადამიანების სისხლი ჩქეფს. აფრიკული ცივილიზაცია დასავლეთის გამო ძალიან დაზარალდა  – საუკუნეების განმავლობაში, ქარავნებს კონტინენტიდან გაჰყავდათ ფერადკანიანი მოსახლეობა და მათ მონებად აქცევდნენ.

კუნძული იამაიკა, რომელიც კარიბის ზღვაში მდებარეობს, მონათმფლობელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასაჩერებელი ადგილი გახლდათ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის გზაზე. ზუსტად ამიტომ იგრძნობა კუნძულზე ყველაზე ძლიერად აფრიკული გავლენა და ასე პოპულარულია რასტაფარიანიზმი. ეს რელიგია ამტკიცებს, რომ აფრიკის ფერადკანიანი მოსახლეობა მონობაში ცოდვების გამო მოექცა. ახლა რასტაფარი უნდა ელოდოს, როდის შეიწყალებს მათ ღმერთი და დააბრუნებს თავიანთ მიწაზე – ეთიოპიაში.

ამავდროულად, რასტაფარიანიზმი აგრძელებს ყველა თეთრკანიანის ფერადკანიანთა რასის მჩაგვრელად კლასიფიკაციას, მიუხედავად მონობის გაუქმებისა. თითქოს, ევროპული კულტურა ავიწროებს აფრიკულ კულტურას და ამიტომაც, რასტაფარიანები შეგნებულად ეწინააღმდეგებიან ევროპელებს.

დიახ, რასტაფარიანიზმი ჰგავს ქრისტიანობას, მაგრამ ამავდროულად, ძალიან განსხვავდება მისგან. ამ რელიგიაში არ არის მკაცრი რიტუალები და კანონები, განვითარების გზა ან კონკრეტული სწავლება, თუმცა არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელთა დარღვევაც არ შეიძლება. ისინი თვლიან, რომ ადამიანის სხეული წმინდაა და არ შეიძლება მისი შეურაცხყოფა ტატუირებით, თმის შეჭრით, გაპარსვით და ა.შ. იდეალური საკვები ვეგანურია, მაგრამ ხორცს თუ მიირთმევენ, ღორს მაინც ერიდებიან. მათთვის სხვა რელიგიები არ არსებობს, მაგრამ, ამავდროულად პატიის სცემენ სხვა ადამიანების რწმენას, მათ შორის, რელიგიურს.

ყველა ადამიანს, ცხოველსა და მცენარესაც კი სჭირდება დახმარება. დასავლური კულტურა, მისი ცდუნებებით, ბოროტებად ითვლება და მას შეძლებისდაგვარად ერიდებიან. ყველაზე მთავარი – ყველა ადამიანი დედამიწაზე დედმამიშვილია, ამიტომ ყველას სიყვარულია საჭირო. ნეგატიური ემოციები, აგრესია, ბოროტული ქცევები აკრძალულია.

რასტაფარიანიზმში არ არიან სხვა წმინდანები, მაგრამ არსებობენ პატივსაცემი ადამიანები. რელიგიის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება მარკუს ჰარვი, რომელმაც „ნიგერიელების მდგომარეობის გაუმჯობესების მსოფლიო ასოციაცია“ შექმნა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰარვი აქტიურად მოუწოდებდა ნიგერიელებს, მიეტოვებინათ ყველაფერი და აფრიკაში დაბრუნებულიყვნენ, სადაც ცხოვრებას სიყვარულსა და სიმშვიდეში შეძლებდნენ. თავის გამოსვლებში საზოგადო მოღვაწე ხშირად იხსენიებდა ვინმე „შავ მეფეს“, რომელიც სახლში დაბრუნებულ ვაჟებსა და ქალიშვილებს სათავეში ჩაუდგებოდა. ამით მან საფუძველი ჩაუყარა ეთიოპიის უკანასკნელი მეფის, ჰაილე სელასიე I-ის თაყვანისცემას.

ეთიოპიის მონარქი ტახტზე ასვლამდე არისტოკრატიულ ტიტულს – „რას ტაფარი მაკონენის“ ატარებდა. ჰაილე სელასიე I ითვლებოდა ბიბლიური მეფე სოლომონის შთამომავლად და აღიარებული იყო ღმერთის ერთადერთ განსახიერებად დედამიწაზე.

რასტაფარიანიზმში მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება ბობ მარლიც. მუსიკოსი არ ითვლებოდა წინასწარმეტყველად ან წმინდანად, მაგრამ მისი ზეგავლენა კულტურაზე რთულია, ვერ დააფასო. მარლის მუსიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული იამაიკის და აფრიკის კულტურასთან, თავად ნამდვილი რასტაფარიანის განსახიერებად იქცა. რასტაფარიანელის მთავარი ატრიბუტი ყოველთვის დრედები იყო. ეს არ არის მხოლოდ აფრიკელი ხალხის ტრადიციული ვარცხნილობა, არამედ თმების შენახვის ერთ-ერთი ხერხია, თმების, რომელსაც ნამდვილი რასტაფარიანელი მთელი ცხოვრების მანძილზე არ იჭრის. ამას საკულტო დანიშნულება აქვს – როდესაც დრო დადგება, თავის ხალხს იცნობს და სახლში წაიყვანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები