გიორგი ამილახვარი: 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით – დღევანდელმა დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა

12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრი სრულად არის მოწყობილი და აღჭურვილი, რათა აბიტურიენტებმა მშვიდად და წყნარად გამოევლინათ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირველმა საგამოცდო დღემ, მშვიდ გარემოში ჩაიარა.

„წელს, 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ეს ნამდვილად დიდი ციფრია. იმაზე ოდნავ მეტია, ვიდრე შარშან იყო. მთელი ქვეყნის ყველა რეგიონში, 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრი სრულად არის მოწყობილი და აღჭურვილი ყველა შესაბამისი ინვენტარით, გაგრილების სისტემებით. სრულად არის და იყო უზრუნველყოფილი გარემო, რომ ჩვენს ძვირფას აბიტურიენტებს მშვიდად და წყნარად გამოევლინათ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი და მაქსიმალური შედეგები დაეფიქსირებინათ. დღევანდელმა დღემ, თითოეულ საგამოცდო ცენტრში, მშვიდ გარემოში ჩაიარა, განსაკუთრებული ექსცესები არ ყოფილა. თითოეულ აბიტურიენტებს ვთხოვ, რომ დროულად გამოცხადდნენ თავიანთ საგამოცდო ცენტრებში, ვინაიდან ყველა საგამოცდო ცენტრი ერთდროულად იწყებს საგამოცდო სესიას. დღეს, 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა გამოცდებზე. ყველა აბიტურიენტს წარმატებები მინდა ვუსურვო“, – აღნიშნა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები