მათ „შეიცვალეს“ სქესი, რათა სამშობლოსთვის ებრძოლათ

ამერიკის სამოქალაქო ომი კონფედერატებისა და იანკების დაპირისპირების ისტორიაა. როცა ამ ამბავზე ვსაუბრობთ, ძირითადად, მამაკაცების გარშემო ვტრიალებთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ, რეალურად, ორივე მხარეს არაერთი ქალი იბრძოდა. ცხადია, ეს პირდაპირ ვერ მოხდებოდა, ამიტომ ისინი სპეციალურად იცვამდნენ მამაკაცის სამხედრო ფორმას და ბრძოლის ველზე გამოდიოდნენ. ისტორიკოსები ამას „სამოქალაქო ომის ყველაზე კარგად შენახულ საიდუმლოს“ უწოდებენ. სულ 250 მსგავსი შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს იყო, ერთი მხრივ, დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და მეორე მხრივ, რასაკვირველია, პატრიოტიზმი.

Фотография: Сменила пол, чтобы воевать №1 - BigPicture.ru

მაშინ ქალისათვის ჩვეული როლი ომში მედდობა ან ჯაშუშობა იყო. სხვა შემთხვევაში, ის უნდა ყოფილიყო ერთგული ცოლი, რომელიც მეუღლესა და ვაჟებს სახლში ელოდებოდა. აღნიშნული ისტორია ამ სურათს რადიკალურად ცვლის. ქალები იღებდნენ იარაღს და ბრძოლაში თავით ეშვებოდნენ. ისინი საველე ბანაკებში ცხოვრობდნენ, ისხდნენ საშინელ ციხეებში და იხოცებოდნენ წამებით, მაგრამ სიამაყით…

Фотография: Сменила пол, чтобы воевать №2 - BigPicture.ru

ჯარისკაცი ალბერტ კარიერი, რომლის ნამდვილი სახელი ჯენი ჰოჯერსი
იყო

ალბერტის კარიერის სახელის ქვეშ ჯენიმ სამოქალაქო ომის რამდენიმე ათეულ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. 1913 წელს ყველა გაზეთის პირველი გვერდი მისი პიროვნების გამჟღავნების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას მიეძღვნა.

სანამ ჯარისკაცის ფორმას ჩაიცვამდა, ლუიზა კლეიტონმა მეუღლის მხარდაჭერა მოიპოვა და მამაკაცმაც თავად ჩაწერა ჯარისკაცების სიაში საკუთარი ცოლი. იმისთვის, რომ მამაკაცებში გარეულიყო, ლუიზამ სიგარის მოწევა, ბილწსიტყვაობა და აზარტულ თამაშების შესწავლაც დაიწყო.

Фотография: Сменила пол, чтобы воевать №4 - BigPicture.ru

შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა სარა ედმონდსი გახლდათ. ის ორი წლის განმავლობაში მსახურობდა ჯარში ფრანკლინ ტომპსონის სახელით, ხოლო შემდეგ სამხედრო პენსიას 25 წლის განმავლობაში იღებდა. სასაცილოა, რომ კაცად გადაცმულ ქალს ჯარში ისევ ქალად აცმევდნენ და ჯაშუშად აგზავნიდნენ, რათა მოწინააღმდეგეს ეჭვი არ გასჩენოდა.

Фотография: Сменила пол, чтобы воевать №5 - BigPicture.ru

რისთვის აკეთებდნენ ისინი ამას? ზოგიერთი ვალის მოხდის მიზნით; სხვებს მიზეზად მეუღლისა და ძმების მიმართ სიყვარული ჰქონდათ – ისინი ომში მათთან ერთად მიდიოდნენ რათა საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფილიყვნენ; მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც სოციალური უთანასწორობა იყო, რაც ომის დროს სიღარიბეს იწვევდა. ქალები, რომლებიც მუშათა კლასს ეკუთვნოდნენ ვერ პოულობდნენ ნორმალურ სამსახურს, ხოლო მკერავის ან მრეცხავის ხელფასი ჯარისკაცისაზე ორჯერ ნაკლები იყო.

Фотография: Сменила пол, чтобы воевать №7 - BigPicture.ru

დებორა სამფსონი ჯარისკაცის ფორმაში. მეომრებს შეუერთდა რობერტ ფირტლიფის სახელით 

თუ საიდუმლო გამჟღავნდებოდა, კარგ შემთხვევაში, ქალებს, უბრალოდ, აგდებდნენ ბანაკებიდან და ფულს არ უხდიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები