ძლიერი ქარი და სეტყვა იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა კედლები. ქარისა და სეტყვის შედეგად, განადგურდა სახნავ-სათესი ფართობებისა და სავარგულების ნაწილი.
სტიქიის ზონაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მერიის წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანისა და ზარალის შესწავლა.