ვილი სანიოლი: მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ბევრი ოფლი დაღვარეს წარმატების მისაღწევად
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს სიტყვით მიმართა.
„მინდა, აღვნიშნო, რომ სამ-ნახევარი წელი, რაც აქ ვარ, ძალიან გაიწელა. ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, მომდევნო სამ-ნახევარ წელიწადში, უკეთესით თუ არა, ამავე შედეგით ავალთ სცენაზე. მადლობა, საქართველო!“, – განაცხადა სანიოლმა.