ირაკლი კობახიძე: ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, კიდევ ერთხელ მადლობა მათ

ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა იმართება.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამარჯვების მოლოდინი კიდევ არსებობს, რადგან სექტემბერში იწყება ერთა ლიგა, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.

„ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს. წარმოუდგენელი სიხარული გვაჩუქეს ამ თვეების განმავლობაში. ჯერ იყო წარმოუდგენელი მოლოდინი და მერე იყო ამ მოლოდინის წარმოუდგენელი გამართლება. კიდევ ერთხელ მადლობა მათ, ეს მადლობა ეკუთვნის თითოეულ ფეხბურთელს, მთელს ჩვენს ნაკრებს. მოლოდინი კიდევ არსებობს – სექტემბერში ერთა ლიგა იწყება, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი და ახალი ოცნებებიც უნდა ავიხდინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები