თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღია ავტობუსმა მიხეილ მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაასრულა.
გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთელებს მიხეილ მესხის სტადიონთან დახვდნენ, ნაწილი კი თავისუფლების მოედანზეა შეკრებილი, სადაც ამ წუთებში დასკვნითი ღონისძიება იმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.