ბუდუ ზივზივაძე: ფეხბურთელებისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც კარგი ჟესტი იქნება, რომ ერთმანეთს შევხვდებით თავისუფლების მოედანზე
ერთი წლის წინ, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დაგვხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა ნდომებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი შეხვედრა ფეხბურთელებისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც კარგი ჟესტი იქნება.
„ერთი წლის წინ, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დაგვხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა ნდომებოდა. ახლა უკვე შეიცვალა სიტუაცია, რაც ძალიან სასიხარულოა. ძალიან ამაღელვებელია და კარგი იქნება [მსვლელობა], რადგან ნაკრები იმიტომ ჩამოვედით, რომ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადოთ და პატივი ვცეთ, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. ფეხბურთელებისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც კარგი ჟესტი იქნება, რომ ერთმანეთს შევხვდებით თავისუფლების მოედანზე. ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა როგორც გერმანიაში, ისე საქართველოდან ძალიან დიდი მადლობა. იამაყონ ნაკრებით, რადგან მართლაც საამაყო ნაკრებია და ჰქონდეთ ჩვენი იმედი“, – აღნიშნა ზივზივაძემ.