სიიარტო: უნგრეთი რუსეთთან მუდმივ კონტაქტზეა, რადგან თანამშრომლობის გაფართოების ინტერესი აქვს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებით ისეთ სფეროებში, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს არ ექვემდებარება, – ამის შესახებ სიიარტომ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

“ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ რუსებთან, რუსეთის მთავრობასთან, რადგან ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია და პოზიცია. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ეს და ამაზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ: იმ სფეროებში, რომლებსაც საერთაშორისო სანქციები არ შეხებიათ, ჩვენ აბსოლუტურად დაინტერესებულები ვართ თანამშრომლობის გაფართოებით”. – თქვა სიიარტომ.

სიიარტომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის რუსეთში 2025 წელს ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები სულ საჭიროა.

“როდესაც არსებობს საჭიროება, რომ პრემიერ-მინისტრი ორბანი პირადად გაესაუბროს პრეზიდენტ პუტინს, ისინი, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას იყენებენ და ერთმანეთს ხვდებიან”,- აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები