ისტორიული სპორტული მომენტები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა (ნაწ.1)
სპორტის ისტორიაში არსებობს დიდებული მომენტები, რომლებმაც განსაზღვრეს არა მხოლოდ სპორტული მოვლენები, არამედ ადამიანთა ისტორიაც. ზუსტად ასეთი მომენტების წყალობით, ადამიანებს უჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა და ნათელი მომავლის იმედი.
რასობრივი სეგრეგაცია სამხრეთ აფრიკაში დიდ ზეგავლენას ახდენდა პოლიტიკურ და სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, მას შემდეგაც კი, რაც 1994 წელს აპარტეიდი გაუქმდა. სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა ახალი ზელანდიის გუნდთან რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში. ეს ისტორიული მომენტი იყო, რომელიც რასობრივი კონფლიქტის შემსუბუქებას მოწმობდა. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, ნელსონ მანდელამ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა ფერადკანიანი მოსახლეობის უფლებებისთვის, გუნდის კაპიტანს ხელი ჩამოართვა.
ბრიტანეტლმა ექიმმა, ლუდვიგ გუტმანმა შშმ პირებისთვის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება დააორგანიზა, რათა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს რეაბილიტაციაში დახმარებოდა. ის ეტლზე მიჯაჭვულ სპორტსმენებს იწვევდა შეჯიბრებაში, რომელიც შემდგომი პარალიმპიური თამაში გახდა.
1936 წლის ოლიმპიური თამაშები ბერლინში ჰიტლერის არიული რასის უპირატესობის თეორიის დამადასტურებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამერიკელმა ფერადკანიანმა ათლეტმა, ჯესი ოუენსმა ნაცისტების ლიდერის გეგმა გააფუჭა – ის ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ცნობილი ფოტო, რომელზეც ოუენსი სალამს აძლევს, გადაღებულია მაშინ, როდესაც სიგრძეში ხტომისთვის მედლებს არიგებდნენ.
კიდევ ერთი ისტორიული მომენტი დაფიქსირდა 1968 წელს მექსიკის ოლიმპიურ თამაშებზე. სპორტსმენებმა – ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა – სიამაყის ნიშნად, ზემოთ ასწიეს მუშტები იმის გამო, რომ მედლები მიიღეს პირველი და მესამე ადგილისთვის. ეს ჟესტი მათ აშშ-ის ეროვნული ჰიმნის შესრულების დროსაც გაიმეორეს. მაშინ სპორტსმენებს ადამიანთა უფლებების დაცვის ოლიმპიური პროექტის სამკერდე ნიშნები ჰქონდათ ჩამოკიდებული.
ცნობილი ამერიკელი ბეისბოლისტი ლუ გერიგი იძულებული გახდა, სპორტიდან 36 წლის ასაკში წასულიყო. ამის მიზეზად ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი იქცა. სპორტსმენისთვის გულისამაჩუყებელი გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. ცნობისთვის, აშშ-სა და კანადაში ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი ცნობილია, როგორც „ლუ გერიგის დაავადება“.
ცნობილ ამერიკელ ველომრბოლელს, ლენს არმსტრონგს სიმსივნის არადამაიმედებელი დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობა უკვე ბოლოს სტადიაზე იყო. არმსტრონგმა დაავადება დაძლია და 7-ჯერ მივიდა ფინიშამდე პირველი „ტურ დე ფრანსის“ რბოლაში. მისმა მაგალითმა ბევრი ადამიანი შთააგონა, არ დაეყარათ ფარ-ხმალი და გაეგრძელებინათ თავიანთი მიზნებისთვის ბრძოლა.
უნიკალური სპორტსმენი ბობი მარტინი, თითქმის, ფეხების გარეშე დაიბადა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა, სკოლაში ამერიკული ფეხბურთით დაკავებულიყო და უნივერსიტეტში ადგილობრივ გუნდში ეთამაშა.
ნაწ.1