ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საუკუნის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს

28 ნოემბერს, 20:00 საათზე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორია ორკესტრის საიუბილეო სეზონს უმასპინძლებს. საუკუნის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს უდირიჟორებს სახელგანთქმული მსახიობის – სოფი ლორენის შვილი, კარლო პონტი უმცროსი.შემსრულებლები არიან: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და დირიჟორი კარლო პონტი,  პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი.
პროგრამაშია: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „სახლის კურთხევა”, ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი და ოტორინო რესპიგის „რომაული ფიჭვები“.
კარლო პონტს თბილისელ კოლეგებთან არა მხოლოდ პროფესიული კავშირები აქვს. ივლისის ბოლოს მან იქორწინა მარიამ შარმანაშვილზე და  საქართველო მის მეორე სახლად იქცა.
„გელოდებით 28 ნოემბერს ჩვენი 100 წლის საიუბილეო სეზონის მორიგ დაუვიწყარ საღამოზე“! – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საიუბილეო სეზონი იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი 182.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები