კონტრაცეფციის ისტორია – ობობის ქსელები, სპილოს განავალი და სხვა საშუალებები
შუა საუკუნეებში ქალის ადრეულ ასაკში სიკვდილი, ხშირ შემთხვევაში, მშობიარობის გართულებასთან იყო დაკავშირებული. კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებებმა დედების სიკვდილიანობა საგრძნობლად შეამცირა. კონტრაცეფციის რომელ ხერხებს იყენებდნენ ჩვენი წინაპრები და როდის დაიწყო მათი ისტორია?
თანამედროვე პრეზერვატივების მსგავსი ობიექტების პირველი სურათები არქეოლოგებმა საფრანგეთში, Grotte de Combarelles-ის გამოქვაბულში აღმოაჩინეს. ეს კლდის მხატვრობა არანაკლებ 12-15 ათასი წლისაა. თუმცა, ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რა ჰქონდა მხედველობაში ძველ მხატვარს, ამიტომ კონტრაცეფციის ისტორია, ჩვეულებრივ, ძველი ეგვიპტის დროიდან ითვლება.
ძველი ეგვიპტე: ნიანგის ექსკრემენტები და „ღამის წინდები“
პირველი სანდო ინფორმაცია პრეზერვატივის გამოყენების შესახებ ძველი ეგვიპტის ძეგლების გათხრების დროს აღმოაჩინეს. ეს ბარიერული კონტრაცეპტივები წინდას წააგავდა და შინაური ცხოველების კანისა და ნაწლავებისგან მზადდებოდა. მათ ხელოსნები შეკვეთით ამზადებდნენ, მრავალჯერადი გამოყენების იყო და მათი შეძენა მხოლოდ ძალიან მდიდარ ეგვიპტელებს შეეძლოთ.
უფრო ღარიბი ადამიანების იყენებდნენ, მაგალითად, ნიანგის განავალს. სქესობრივი აქტის წინ ქალები გენიტალიებში რეპტილიის ფეკალიებს იზელდნენ, რასაც გარკვეული შინაარსი ჰქონდა. წებოვანი კონსისტენციის წყალობით, განავალს სპერმატოზოიდების ნაკადის შეკავება შეეძლო.
საშუალების ეფექტურობის გასაძლიერებლად, ფეკალიებს თაფლთან ურევდნენ. ის ქალები, ვისაც არ სურდათ არასასიამოვნო სუბსტანციასთან კონტაქტი, აკაციის თაფლის ნაყენს იყენებდნენ: მასში სელის ნაჭერს ასველებდნენ, შემდეგ კი, საშვილოსნოს ყელის მიმართულებით მიმართულებით ათავსებდნენ. ზოგჯერ, ამ ნახარშის მაგივრად, ამჟავებული რძისა და ბალახების ნაყენის ნაზავიც გამოიყენებოდა.
იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ყველაზე საკამათო გახლდათ. მაგია ეგვიპტელებში დიდ როლს თამაშობდა და როგორც მამაკაცები, ისე ქალები მიმართავდნენ მკითხავებსა თუ ჯადოქრებს, რათა მათ ისინი უშვილოები გაეხადათ.
ძველი საბერძნეთი და რომი: ობობის ქსელი, ველური სტაფილო და დაცემინება
ვინაიდან ევროპაში ნიანგები არ იყო, ანტიკური საბერძნეთისა და რომის ქალებს იმის ხმარება უწევდათ, რაც ხელთ გააჩნდათ. ნიანგის განავალს სპილოს ფეკალიები ანაცვლებდა, ვინაიდან სპილოები ხშირად ჩამოჰყავდათ ხოლმე ზღვის მეორე მხრიდან. სწორედ მაშინ დაიწყეს ქიმიური შენარევების ხმარება, ისეთის, როგორიც სპილენძის სულფატია. მასში ბამბის ტამპონებს ურევდნენ. უფრო ღარიბი ქალები, ქიმიური ნაერთის მაგივრად, კედრის ზეთს ხმარობდნენ.
უფრო მოგვიანებით, მოდაში შემოვიდა ბრინჯაოს პესარიები – სხვადასხვა ფორმის და დიამეტრის რგოლები. მათ იყენებდნენ როგორც არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ისე სხვადასხვა პათოლოგიების შემთხვევაში. თუმცა, ყველაზე გავრცელებული კონტრაცეპტივები მაინც სხვადასხვა ნაყენები და ბალახეულობა გახლდათ. იმისთვის, რომ მუცლის მოშლა გამოეწვიათ, გოგონები ჭაობის პიტნის ნაყენს სვამდნენ. ეს საშუალება შველოდათ, მაგრამ ოდნავ არასწორ დოზირებას შეიძლება, მძიმედ მოეწამლა ადამიანი ან, სულაც, მოეკლა. ჰიპოკრატე, რომელიც თანამედროვე მედიცინის მამად ითვლება, საკუთარ პაციენტებს არასასურველი ორსულობის დროს, ასევე, უნიშნავდა ბალახეულს. მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია ველური სტაფილო იყო. ფლორის ამ წარმომადგენლის თესლის ჭამა სასურველი გახლდათ სქესობრივი აქტის შემდეგ. ამ მეთოდის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ველური სტაფილო რამდენიმე სასიკვდილო მცენარეს ჰგავს, ამიტომ ერთი შეცდომა შესაძლოა, ქალს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
სადავო და ბარბაროსულ მეთოდებს შორის იყო სავსებით გამართლებული მეთოდებიც. ექიმბაში სორან ეფესკი პაციენტებს ურჩევდა, თავდაცვისთვის ჯანჯაფილისა და ბროწეულის წვენისგან დამზადებული ვაგინალური სანთლები გამოეყენებინათ. მეორე მეთოდის მიხედვით, ქალებს სქესობრივი აქტის შემდეგ ჩაცუცქვას და ძლიერად დაცემინებას ურჩევდა.
ანტიკურ ხმელთაშუაზღვისპირეთში სხვა ხერხებიც გამოიყენებოდა, მაგალითად, ობობის ქსელი. ზოგიერთი ბერძენი ქალი სასქესო ორგანოებთან ობობის ქსელ იფენდა ან მისგან ტამპონებს ამზადებდა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ასეთი კონტრაცეფციის ეფექტურობა მაღალი არ იყო.