მექსიკაში შტორმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში შტორმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოთხი გარდაცვლილიდან სამი ბავშვია.

სტიქიის შედეგად, ადიდდა მდინარეები და დაიტბორა ქუჩები, რის გამოც სატრანსპორტო გადაადგილება პარალიზებული იყო.

აღსანიშნავია, რომ სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს მიაყენა, სადაც ძლიერ ქარიშხალს ძლიერი წვიმა დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები