პენტაგონი: როდესაც რუსული ჯარები ცეცხლს საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან ხსნიან, უკრაინას შეუძლია უპასუხოს აშშ-ს მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია გამოიყენოს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე დარტყმის განსახორციელებლად და არა მხოლოდ იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ხარკოვის ოლქის მახლობლად მდებარეობს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან საპასუხო საბრძოლო იერიშები თავდაცვაა და მათ შეუძლიათ ძალები აშშ-ის მიერ მოწოდებული საბრძოლო მასალით გამოიყენონ.

„როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ძალები ცეცხლს ხსნიან საზღვრის თავისი მხრიდან, უკრაინის შესაძლებლობა, უპასუხოს სახმელეთო ძალებს აშშ-ის მიერ მოწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით, არის თავდაცვა“, – აცხადებს რაიდერი.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა უფრო ფართო ტერიტორია და არა მხოლოდ ხარკოვი, პენტაგონის პრესსპიკერმა უპასუხა:

„სწორია. აქ აქცენტი კეთდება სტრატეგიულ განზრახვაზე, რომელიც გულისხმობს საპასუხო ცეცხლის გახსნას, როცა თავს გესხმიან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები