„პატიმრობამისჯილი“ ხე – ამბავი კოლონიზატორებსა და ტირანულ კანონებზე

პაკისტანის ქალაქ ლანდი-კოტალში იზრდება ლეღვის ხე, რომელიც მთელი ეპოქის ძეგლად არის წარმოდგენილი.

„მე დაკავებული ვარ“, – წერია დაფაზე, რომელიც ხეზეა ჩაჭედილი.

ლეღვის ხეს ჯაჭვები 1898 წელს დაადეს, როდესაც აღმოსავლეთ ინდოეთში ინგლისელები ბატონობდნენ. ზემოხსენებული აბრა ხის „დაკავების“ ისტორიას გვიყვება:

„ …ერთხელ, საღამოს, ნასვამ ბრიტანელ ოფიცერს მოეჩვენა, თითქოს, მე ჩემი ადგილი შევიცვალე და მან სერჟანტს უბრძანა, დავეკავებინე. მას შემდეგ მე ბორკილები მადევს“.

კულტურათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ლეღვის ხეს სამუდამო პატიმრობა მხოლოდ ზემოხსენებული ამბის გამო არ მიუღია. ისინი ამ ინსტალაციაში ტირანულ კანონებს ხედავენ, რომელთაც კოლონიზატორები ინდოეთში აწესებდნენ. თითქოს, ყველას ასე დაემართებოდა, ვინც სამეფოს წინააღმდეგ წავიდოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები