“მისი გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში” – ლანა გალდავა ომბუდსმენზე

“მე ვისურვებდი, ის უფრო მეტად აქტიური ყოფილიყო ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა პარლამენტში  ქალთა მიმართ ძალადობას, იმ სიტყვების – გამონათქვამების გამოყენებას, რაც ხდებოდა კონკრეტული დეპუტატების მისამართით”, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” საპარლამენტო მდივანმა ლანა გალდავამ ომბუდსმენის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

“ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ცხადია, მისი გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში”, – აღნიშნა გალდავამ.

ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუსმენენ.

ომბუდსმენი საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები