რევაზ სოხაძე: ცენტრალური პარკი შენდება – სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და უკვე მოწყობილი ტერიტორია საჩუქრად გადაეცემა თბილისს – ათეულობით წელია ასეთი პროექტი არ განხორციელებულა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იპოდრომზე, დაახლოებით 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძის თქმით, ფონდმა „ქართუ“-მ ქალაქს 40 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე გადაურჩინა და სულ მალე თბილისს ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე შეემატება.

„ცენტრალური პარკი შენდება, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და უკვე მოწყობილი ტერიტორია საჩუქრად გადაეცემა თბილისს და თბილისელებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თბილისში ასეთი პროექტი ათეულობით წელია არ განხორციელებულა. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში რაც ახალი პარკები და რეკრეაცია შეიქმნა, ამ ქალაქის ისტორიაში არასდროს ყოფილა. ასობით ჰექტარზე გაშენდა ახალი პარკები, რეაბიტირდა უკვე არსებული პარკები, ჩვენი პოლიტიკა რეკრეაციის მიმართულებით არის ნათელი და აქ საკამათო არაფერია“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები