საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ გაბალას ესტუმრა

  ბაქოში ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ გაბალას ესტუმრა, სადაც მასპინძლობას მას ინდუსტრიული ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური საბუხი აბდულაევი უწევდა. ქვეყნის პირველმა პირმა თანმხლებ დელეგაციასთან ერთად წვენების ქარხანა, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის კონგრესცენტრი დაათვალიერა და მშენებარე სამთო-სათხილამურო ცენტრი მოინახულა.
გაბალადან გიორგი მარგველაშვილი კახის რაიონში გაემგზავრა, სადაც ეთნიკურად ქართული წამომავლობის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები