ედიშერ გვენეტაძე – ნიკო მანაგაძეზე: სახეზეა ნაცურ-ნეოტროცკისტურ იდეოლოგიით და ფულით გამობრიყვებული ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ დედასა და ოჯახზე ამბობს უარს

აი ბატონებო და ქალბატონებო სახეზეა უდამპლესი იდეოლოგიით და ფულით გამობრიყვებული ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ დედასა და ოჯახზე ამბობს უარს! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციონერი აქტივისტის ნიკო მანაგაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, დედამისთან არ აქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში.

ექსპერტის თქმით, ნიკო მანაგაძე არის განათლების სისტემაში მოკალათებულ ნეოტროცკისტთა პროდუქტი.

„უმძიმესია ჩემთვის ის, რასაც ახლა ვწერ! ვინაიდან ეს ახალგაზრდა არის განათლების სისტემაში მოკალათებულ ნეოტროცკისტთა პროდუქტი! დიახ, ეგ არის ნეოტროცკისტთა ქმედებათა შედეგი! დიახ, ასეთებს აწერინებდნენ საუკუნის წინ და ამას აწერინებენ დღეს: მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას პარტია თუ მიბრძანებს ამას!

აი, ბატონებო და ქალბატონებო სახეზეა უდამპლესი იდეოლოგიით და ფულით გამობრიყვებული ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ დედასა და ოჯახზე ამბობს უარს! აი, ასეთები 100 წლის წინ ბოლშევიკურ-ტროცკისტული იდეოლოგიით გამოლენჩებულები ანგრევდნენ ეკლესიებს, კრეჭდნენ, კლავდნენ სასულიერო მოღვაწეებს! აბეზღებდნენ და ხვრეტდნენ ე.წ. იდეოლოგიურ მტრებს! უნივერსიტეტიდან დევნიდნენ ივ. ჯავახიშვილს, შ. ნუცუბიძეს, ვ. ბერიძეს, გ. წერეთელს… იგივეს სჩადის გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეს უსაშინლესი ძალების ნაც-ნეოტროცკისტების მიერ შეცდენილი, აყოლილი და დავალება მიცემული ახალგაზრდა- ვინმე ნიკა მანაგაძე! რომელიც სამწუხაროდ აქციეს და ქცეულია უდამპლესი ნაცურ-ნეოტროცკისტურ იდეოლოგიის უსიტყვო შემსრულებლად!“ – წერს გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები