ესპანეთში, პალმა დე მალიორკაზე ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, დაიტბორა აეროპორტი, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პალმა დე მალიორკას აეროპორტის ოპერატორი ადასტურებს, რომ დაიტბორა დაწესებულების რამდენიმე შესასვლელი და ტერმინალის შენობა.
ამასთან, აეროპორტმა ფრენები სხვა აეროპორტებში გადაამისამართა.
ინფორმაციისთვის, პალმა დე მალიორკას აეროპორტი სიდიდით მესამეა ესპანეთში. გასულ წელს პალმა დე მალიორკას აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 31,1 მილიონს მიაღწია, რაც ყველა დროის რეკორდია.