თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა ცენტრალურ ქუჩაზე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მამაკაცს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.