როგორ გაჩნდა ხეზე სამჯერ დაკაკუნების ჩვეულება

ალბათ, ბევრ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუკაკუნებია სამჯერ ხეზე, რათა წარუმატებლობა განედევნა. ზოგიერთი ადამიანი ამას რეგულარულად აკეთებს, თითქმის, ავტომატურად. ამასთანავე, ჩვენ არც კი დავფიქრებულვართ, საიდან გაჩნდა ეს ჩვეულება. ჩვენი წინაპრები ამ ქმედებაში ღრმა აზრს დებდნენ და არამიწიერ ძალებს უკავშირებდნენ.

ხეზე დაკაკუნება, ნეგატივისგან თავის არიდების მიზნით, ჯერ კიდევ ქრისტიანობის გაჩენამდე დაიწყეს. ამას აკეთებდნენ იმ დროს, როცა თავს შეიქებდნენ და არ სურდათ, რომ ამით ცუდი ამბავი მოეზიდათ.

თავიდან ადამიანები, უბრალოდ, ეხებოდნენ ხეს, თანაც, ცოცხალს. მათ სჯეროდათ, რომ ხეში სული ცოცხლობს, რომელსაც შეუძლია, შურიანი ადამიანებისგან დაგვიცვას. მოგვიანებით, ხეზე დაკაკუნება დაიწყეს, მაგრამ დაკაკუნების რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ითვლებოდა, ხომ კაკუნის ხმა ფარავდა საკუთარი თავის ქებას. ბოროტი სულები ამას ვერ გაიგონებენ და ადამიანს ვერ ავნებენ. უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა, ცოცხალ ხეზე დააკაკუნებდნენ თუ ფიცარზე – მნიშვნელოვანი იყო თავად ხმა.

ძველ ეგვიპტეში, ასევე, თვლიდნენ, რომ ხეს ბოროტი სულებისგან დაცვა შეუძლია. ისინი ხის თილისმებს ატარებდნენ და ზოგიერთ შემთხვევაში, ხის თილისმები უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე ოქროსი. ზუსტად ასე იცავდნენ თავს ავი თვალისგან ძველ კელტები და ვიკინგები.

ხეზე სამჯერ დაკაკუნების თანამედროვე ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი წარმართული აქვს, უკვე მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან. ხის გაიგივება ხდება ჯვართან, რომელზეც იესო გააკრეს, ამიტომ მასთან ურთიერთქმედება ადამიანისგან ბოროტებას განაგდებდა. უშუალოდ სამჯერ დაკაკუნების წესი უკვე ქრისტიანობაში ჩნდება და რასაკვირველია, სამებასთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები