რა ეცვათ პირველ მძღოლებს

მე-20 საუკუნის დაწყებისთანავე მანქანების პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ სპეციალიზებული ტანსაცმლის ბაზარიც გაჩნდა. პირველ ავტომობილებს არც სახურავი ჰქონდათ, არც კარი და ძირითადად, ჭუჭყიან, მოასფალტებულ გზებზე გადაადგილდებოდნენ, ამიტომაც მძღოლებს სჭირდებოდათ ტანსაცმელი, რომელიც მათ ქარისგან, წვიმისგან, სიცივისა და მტვრისგან დაიცავდა.

როგორც წესი, ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ პირველი მანქანების შეძენა, უამრავი ფული ჰქონდათ. მწარმოებლებიც ხვდებოდნენ, რომ მანქანის ტანსაცმლის გაყიდვა შესაძლებელი იყო, როგორც სასურველი და ძვირადღირებული სტატუსის სიმბოლო.

ავტომოყვარულის მოდური იერსახის მთავარი ელემენტი გრძელი ქურთუკი გახლდათ, რომელიც, საჭიროების მიხედვით, ქსოვილით განსხვავდებოდა.

ქალის ქურთუკები სხვადასხვა ფერშიც გამოდიოდა, რათა მანქანის ფერს დამთხვეოდა. ისინი თხელი ქსოვილებისგან მზადდებოდა და ჰქონდათ, დამატებით, დამცავი ელემენტები. აუცილებელი აქსესუარი იყო სპეციალური ხელთათმანები.

მსგავს ტანსაცმელს, როგორც გავლენისა და სტილის სიმბოლოს, ხშირად მაშინაც იცვამდნენ, როდესაც მანქანას საერთოს არ მართავდნენ.

როდესაც ავტომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახდა და სახურავითა თუ კარით აღიჭურვა, საავტომობილო ტანსაცმელი, როგორც პრაქტიკული საშუალება და ასევე, სოციალური სტატუსის სიმბოლო, დავიწყებას მიეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები