რუსეთის ძალებმა დნეპრი დაბომბეს – დაშავებულთა შორის 2 ბავშვია(ფოტო,ვიდეო)

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე საჰაერო იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რაკეტა ჩამოაგდეს.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც – დაშავებულებს შორის არიან 1 თვის ჩვილი და 17 წლის მოზარდი. ასევე დაშავებულია 3 ქალი და ერთი მამაკაცი.

„მძიმე დილაა დნეპრში. მტერი თავს დაესხა ქალაქს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდნენ ადგილობრივები, მათ შორის არიან ბავშვები“, – წერს ლისაკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები