ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მის უწმინდესობა შიოს მილოცვის წერილი გაუგზავნა

ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის (OCA) წინამძღვარმა, მისმა უნეტარესობამ, მიტროპოლიტმა ტიხონმა მის უწმინდესობას, შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით ოფიციალური მილოცვის წერილი გაუგზავნა.

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, თავისი უძველესი სამოციქულო მემკვიდრეობითა და საუკუნოვანი განსაცდელებისა და გაძლების ჟამს ურყევი მოწამეობით, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში. თქვენი ეკლესიის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვან მომენტში, ვლოცულობ, რათა უფალმა მოგმადლოთ თქვენო უწმინდესობავ სიბრძნე, ძალა, მშვიდობა და უხვი მადლი ამ წმინდა მსახურების შედგომისას“, – წერს მიტროპოლიტი ტიხონი.

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ასევე ისაუბრა გარდაცვლილი პატრიარქ ილია II-ის მემკვიდრეობაზე და მისი ლიდერობა აღწერა, როგორც შთაგონების წყარო მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის როგორც საქართველოში, ასევე მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.

„თქვენი არჩევა მოსდევს მისი უწმინდესობის, სამგზის ნეტარხსენებული პატრიარქის ილია II-ის დალოცვილ და გამორჩეულ მსახურებას, რომლის ერთგულებამ, სამწყსოსადმი სიყვარულმა და სულიერმა წინამძღოლობამ მართლმადიდებელ მორწმუნეთა თაობები აღაფრთოვანა საქართველოშიც და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. დარწმუნებული ვარ, თქვენი პატივსაცემი წინამორბედის ლოცვებითა და მაგალითით, ისევე, როგორც საქართველოს წმინდანთა მეოხებით განმტკიცებული, თქვენო უწმინდესობავ, კვლავაც წარუძღვებით საქართველოს ეკლესიას მტკიცე რწმენითა და მამობრივი მზრუნველობით“,- აღნიშნავს მიტროპოლიტი ტიხონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები