“პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრამ ონის მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი არ მიაყენა” – სერგო ხიდეშელი

“დაფიქსირდა მოქალაქეების რამდენიმე შეტყობინება 112-ში. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრამ მუნიციპალიტეტს სერიოზული ზიანი არ მიაყენა”, – ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელი ონჭევში მომხდარ, 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ხიდეშელმა აღნიშნა, ძირითადად, შეტყობინებები შეტყობინებები საცხოვრებელი სახლების დაზიანებასთან დაკავშირებით შევიდა.

“დღეიდან, ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები სხვადასხვა თემში მოახდენენ მონიტორინგს. შემდგომ მოხდება ზარალის დათვლა, შესაბამისი კომისიის მიერ და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოჰყვება შემდგომი რეაგირება”, – აღნიშნა ხიდეშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები