Reuters: შვეიცარიის სენატმა უარი თქვა უკრაინისთვის 5.5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე
შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ უარი თქვა უკრაინისთვის 5.5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სენატის ზედა პალატაში განმარტეს, აღნიშნული ფინანსური პაკეტი არღვევს სესხის აღებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
ინიციატივის ძირითადი ოპონენტები იყვნენ პარლამენტის ზედა პალატის მემარჯვენე წევრები.
კანონმდებლების მტკიცებით, პაკეტი არღვევდა შვეიცარიაში ეგრეთ წოდებულ „ვალის დამუხრუჭების“ დებულებას და ის კენჭისყრამდე ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე უარყვეს, ვიდრე შვეიცარიის მთავრობა მაღალი დონის სამიტს უმასპინძლებს, რომლის მიზანიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობაა.
აღნიშნული დახმარება განკუთვნილი იყო უკრაინაში ინფრასტრუქტურის აღდგენისა და შეკეთების მხარდაჭერისთვის.