პრეზიდენტმა ბაქოში ძველი ქალაქი „იჩერი შეჰერი“ დაათვალიერა

  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბაქოში არსებული ისტორიული ნაკრძალი – ძველი ქალაქი „იჩერი შეჰერი“ დაათვალიერა.
გიორგი მარგველაშვილმა ძველი ქალაქის ქუჩებში გაისეირნა, მოინახულა ბაქოს სიმბოლო, „ქალწულის კოშკი“ და შირვანშაჰების სასახლე. მას ის ადგილიც აჩვენეს, სადაც წმინდა ბართოლომეოსს მოკვეთეს თავი. ქვეყნის პირველ პირს გიდობა პირადად გაუწია ისტორიული არქიტექტორული ნაკრძალის ხელმძღვანელმა სამირ ნურიევმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა – ხალიჩა, რომელზეც გამოსახულია სიმამაცის სიმბოლო -ხარის თავი. ტურის დასასრულს, პრეზიდენტმა „იჩერი შეჰერის“ სამახსოვრო წიგნში ჩანაწერიც დატოვა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები