აღმოსავლეთ ინდოეთში, ბიჰარსა და ოდიშაში, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინდოეთში ყველაზე ცხელი ზაფხულია. დედაქალაქში, ნიუ დელიში კი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 52,9 გრადუსი (127,22 °F) დაფიქსირდა.
ინდოეთის მეტეოროლოგიურ სამსახურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ინდოეთში ტემპერატურა დაიკლებს, აღმოსავლეთ ინდოეთში მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ოფიციალური პირების განცხადებით, ბიჰარში ხუთშაბათს მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო იმავე დღეს, ოდიშას როურკელას რეგიონის სამთავრობო საავადმყოფოში კიდევ 10 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ინდოეთის მეზობელ პაკისტანშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 52.2 გრადუსი შეადგინა. სიცხის ტალღა სამხრეთ პროვინცია სინდში დაფიქსირდა.